თეირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის დაკავების გამო გერმანიის საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს
თეირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის დაკავების გამო გერმანიის საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს თეირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის დაკავების გამო. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

მამაკაცი, რომელიც დანიის მოქალაქეა, გასულ კვირას დანიის ქალაქ ორჰუსში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ის აგროვებდა ინფორმაციას გერმანიაში ებრაული ობიექტებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ. პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ ინფორმაციის შეგროვება, შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმების მოსაწყობად ხდებოდა.

„ჩვენთვის მიუღებელია ებრაელთა სიცოცხლისთვის ნებისმიერი მუქარა გერმანიაში. სრულად უნდა იქნას გამოძიებული დანიაში დაკავებული მამაკაცის წინააღმდეგ ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდება. ირანის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ეჭვმიტანილი ირანის სადაზვერვო სამსახურისგან მითითებებს 2025 წლის დასაწყისიდან იღებდა.