თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო უწყებაში კონსულტაციებს გამართავს
თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო უწყებაში კონსულტაციებს გამართავს

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არის დაბარებული. ის ოფიციალურმა თბილისმა კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილული იქნება ყველა დეტალი, თუ როგორ გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მედიისთვის დახურულია და ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ იგეგმება.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, უკრაინაში ექსპრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნამ ჩრდილი მიაყენა ორმხრივ ურთიერთობებს და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრა უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შენარჩუნებას ემსახურება.

„ფაქტია, რომ ორმხრივ ურთიერთობას გარკვეული ჩრდილი მიადგა. ელჩის მისვლა სამინისტროში და ზოგადად, ამ თემებზე მსჯელობა ემსახურება იმას, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ის ფორმატი, რომელიც გაგვაჩნია და არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, შენარჩუნებული იქნას, ვინაიდან მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ამის აუცილებლობას გვკარნახობს“, – განაცხდა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრამდე ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი