თეიმურაზ შარაშენიძე - კიევში დღეს ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს ეწერება ხელი
თეიმურაზ შარაშენიძე - კიევში დღეს ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს ეწერება ხელი

უკრაინაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის ინფორმაციით, კიევში დღეს ორ დოკუმენტს ეწერება ხელი. მისივე ინფორმაციით, ერთი დოკუმენტი პრემიერ-მინისტრების დეკლარაცია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი ოთხი ქვეყნისთვის და ასევე საბაჟო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს საბაჟო პროცედურების გამარტივებას და საბაჟო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ოთხი პოსტსაბჭოთა ქვეყანა – უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, საქართველო, რომლებიც გაერთიანებული არიან სუამ-ში, დღეს ოთხმხრივ შეხვედრას ატარებენ პრემიერების დონეზე. უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრაა. განიხილება პოლიტიკური, ეკონომიკური საკითხები და ურთიერთდახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხვალინდელ ორმხრივ ვიზიტს, რომელსაც გიორგი გახარია გამართავს უკრაინაში. ამ ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება ხელშეკრულების გაფორმება, ხელშეკრულება პარტნიორული თანამშრომლობისა და პარტნიორული თანამშრომლობის უმაღლესი ორგანოს დებულებისა და რეგლამენტის შესახებ“,- განაცხადა შარაშენიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დღეს დაიწყო. სუამ-ის ქვეყნების მეთაურები დღეს მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირისპირ ხვალ შეხვდება.