თეიმურაზ შარაშენიძე - ინფორმაცია, რომ ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მრჩევლად მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება 
თეიმურაზ შარაშენიძე - ინფორმაცია, რომ ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მრჩევლად მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება 

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილი დანიშნული იყო წინა გენერალური პროკურორის მიერ საკადრო-საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელად, ამ კომისიამ იარსება სულ რაღაც სამი კვირა და გაუქმდა.

როგორც თეიმურაზ შარაშენიძე აცხადებს, დღემდე ადეიშვილის ბედ-იღბალი გარკვეული არ არის.

„დროებითი კომისია შეიქმნა გასული წლის ნოემბერში და დეკემბერში გაუქმდა, მეტი კავშირი მას გენერალურ პროკურატურასთან არ ჰქონია. ახლა იქ დაიწყო ცვლილებები და რაიმე ახალი მისთვის არ შეუთავაზებიათ. შესთავაზებენ თუ არა რამეს, არავინ იცის“, – განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ადეიშვილი გენერალური პროკურორის მრჩევლად მუშაობს, თეიმურაზ შარაშენიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.