თეიმურაზ მღებრიშვილმა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე უმასპინძლა

12:00, 02.06.2026

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არგუჯ ქალანთარლი დელეგაციასთან ერთად ეწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არგუჯ ქალანთარლის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე უმასპინძლა, სადაც სიმულაციური საჩვენებელი ღონისძიება მოეწყო.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ურბანულ ხანძარზე რეაგირების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, დაშავებულის ევაკუაციის, საცოც კედელზე სამთო და სხვადასხვა სახის სამაშველო მოქმედებები; ასევე მოეწყო სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა.

მსგავსი