თეიმურაზ კუპატაძე - ვალდებულნი ვართ, სამართალდარღვევები აღვკვეთოთ, კარვები გადავიტანოთ და დავუბრუნოთ მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება
თეიმურაზ კუპატაძე - ვალდებულნი ვართ, სამართალდარღვევები აღვკვეთოთ, კარვები გადავიტანოთ და დავუბრუნოთ მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს უკვე ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილების უფლება, ვინაიდან ადგილზე იყოფება 20-30 ადამიანი და ეს ყველანაირ საზღვარს სცდება“, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთელი ქალაქი პარალიზებულია.

„ირღვევა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონი. მოქალაქეებს უკვე ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილების უფლება, ვინაიდან აქ დგას 20-30 ადამიანი და ეს ყველანაირ საზღვარს სცდება. მთელი ქალაქი არის პარალიზებული. ვალდებულნი ვართ, რომ ეს სამართალდარღვევები აღვკვეთოთ და კარვები გადავიტანოთ იქ, სადაც გუშინ იყო და დავუბრუნოთ მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ რამდენიმე პირი დააკავეს.