თეიმურაზ კუპატაძე - მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სად დაკარგა თვალი, ფაქტის დადგენისა და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, იქნება შესაბამისი რეაგირება
თეიმურაზ კუპატაძე - მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სად დაკარგა თვალი, ფაქტის დადგენისა და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, იქნება შესაბამისი რეაგირება

მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების დროს დადგინდება, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სად დაკარგა თვალი, – ასე უპასუხა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას: „ვრცელდება ფოტო-ვიდეომასალა, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალი დაკარგა“.

თეიმურაზ კუპატაძის თქმით, აღნიშნული ფაქტის დადგენისა და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, იქნება შესაბამისი რეაგირება.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურო საგამოძიებო სამსახური გამოძიებას ახორციელებს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის დადგენისა და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.