თეიმურაზ კუპატაძე - დავით გარეჯში არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას
თეიმურაზ კუპატაძე - დავით გარეჯში არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას

ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობას და აქციას, – ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძემ დავით გარეჯში ჟურნალისტებს განუცხადა.

თეიმურაზ კუპატაძის თქმით, საზოგადოებრივი წესრიგი დაცულია და არ ელოდებიან არანაირ პროვოკაციას.

„სასაზღვრო პოლიცია დაიცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას და ორგანიზებულად მოხდება სალოცავებში მათი აყვანა. ჩიჩხიტურის კოშკთან ბილიკი გახსნილია და მოქალაქეებს ექნებათ ასვლის საშუალება. უბრალოდ, რელიეფი არის ძალიან რთული და მოქალაქეებს ეტაპობრივად ავიყვანთ“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

კითხვაზე, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იგეგმება თუ არა აზერბაიჯანის მხრიდან აქციის გამართვა ან მსვლელობა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არანაირი მსვლელობა და აქცია არ იგეგმება.

დავით გარეჯში სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია“ გაიმართება.