თეიმურაზ გორჯესტანი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს
თეიმურაზ გორჯესტანი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზ გორჯესტანი აცხადებს, რომ  საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

ამის შესახებ თეიმურაზ გორჯესტანმა ტექნოპარკში განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილი სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტების კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას, თეიმურაზ გორჯესტანმა აღნიშნა: „აქ ვარ და ვაპირებ დაბრუნებას, ეს სალომეს დამსახურებაა”.

„დღეს აქ ვარ შეცდომებით, მაგრამ ქართულად გელაპარაკებით. მაქვს შესაძლებლობა, ჩამოვიდე და გემსახუროთ, ვინ იცის, იქნება პოლიტიკაშიც. ეს იმის დამსახურებაა, რომ მშობლებმა ენა მასწავლეს. ვაპირებ ჩამოსვლას ისეთ სამსახურში, რომ გამოვადგე საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ქეთევანი ამ დღეებში ჩამოვა საქართველოში. ერთი კითხვა მაქვს, სად არის ნოდარ ვაშაძე, მოსკოვში? სად არის მისი ოჯახი? ჩვენ ვცდილობთ, გაგაცნოთ ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი. მაინტერესებს ვინ არის ვაშაძის უფროსი ვაჟი? არ ვიცი, მან იცის თუ არა ქართული. მსურს, დებატებშიც მოვიწვიო  ვილაპარაკოთ რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა”, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.