ტედროს გებრეისუსი - ორგანიზაცია შეისწავლის, რა გავლენა ექნება დაფინანსებიდან აშშ-ის გასვლას და ეცდება, დანაკლისი შეავსოს
ტედროს გებრეისუსი - ორგანიზაცია შეისწავლის, რა გავლენა ექნება დაფინანსებიდან აშშ-ის გასვლას და ეცდება, დანაკლისი შეავსოს

ვწუხვართ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო დაფინანსების შეჩერების თაობაზე, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი ტედროს გებრეისუსი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.

„აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხანგრძლივი და გულუხვი მეგობარია და ვიმედოვნებთ, რომ ასეც გაგრძელდება“, – აცხადებს ორგანიზაციის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ორგანიზაცია შეისწავლის, რა გავლენა ექნება დაფინანსებიდან აშშ-ის გასვლას და ეცდება, შეავსოს ეს დანაკლისი, რათა შეფერხების გარეშე განაგრძონ მუშაობა.

როგორც ტედროს გებრეისუსი განმარტავს, ორგანიზაცია არამხოლოდ კორონავირუსს ებრძვის, არამედ ზრუნავს მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეჩერდეს.