ტედროს გებრეისუსი - მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების ახალ და სახიფათო ფაზაშია
ტედროს გებრეისუსი - მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების ახალ და სახიფათო ფაზაშია

მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების ახალ და სახიფათო ფაზაშია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.

გებრეისუსის თქმით, ბევრი ადამიანი გასაგები მიზეზების გამო სახლში ჯდომით დაიღალა, მაგრამ ვირუსი კვლავ ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 18 ივნისს მსოფლიოში 150 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

გებრეისუსმა განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევების თითქმის ნახევარი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, ეპიდემია კი სწრაფად ვრცელდება სამხრეთ აზიაში და ახლო აღმოსავლეთში.

„მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას და ხალხს, გამოიჩინონ უკიდურესი სიფხიზლე. განაგრძეთ დისტანცია, დარჩეთ სახლში თუკი თავს შეუძლოდ გრძნობთ და გააგრძელეთ ნიღბების ტარება საჭიროების შემთხვევაში, დაიბანეთ ხელები“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.