ტედროს გებრეისუსი – მდიდარი ქვეყნები მოზარდებს ცრიან, რომლებიც არც ისე დიდი რისკის ქვეშ არიან, მაშინ როცა ღარიბ ქვეყნებში ვაქცინის დოზების საშინელი დეფიციტია

14:31, 26.06.2021

მდიდარი ქვეყნები შეზღუდვებს ხსნიან და მოზარდებს ცრიან, რომლებიც არც ისე დიდი რისკის ქვეშ არიან, მაშინ როცა ღარიბ ქვეყნებში ვაქცინის დოზების საშინელი დეფიციტია, – ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ედჰენომ გებრეისუსის განცხადებაა.

„ჩვენი გლობალური საზოგადოება მარცხდება. არსებობს მიწოდების პრობლემა, უბრალოდ მოგვეცით ვაქცინები“, – განაცხადა გებრეისუსმა.

გებრეისუსის თქმით, აფრიკაში ახალი შემთხვევების რაოდენობა მიმდინარე კვირაში 40 პროცენტით გაიზარდა, რაც ძალიან სახიფათოა.

მსგავსი