ტედროს ადანომ გებრეისუსი - ყველაზე დიდ საფრთხეს არა ვირუსი, არამედ არაეფექტური მმართველობა და სოლიდარობის ნაკლებობა წარმოადგენს
ტედროს ადანომ გებრეისუსი - ყველაზე დიდ საფრთხეს არა ვირუსი, არამედ არაეფექტური მმართველობა და სოლიდარობის ნაკლებობა წარმოადგენს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლისას ყველაზე დიდი საფრთხე არაეფექტური მმართველობა და სოლიდარობის ნაკლებობაა.

„მეგობრებო, არ შეხვიდეთ შეცდომაში, ჩვენთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ამჟამად არა ვირუსი, არამედ არაეფექტური მმართველობა და სოლიდარობის ნაკლებობა წარმოადგენს, როგორც გლობალურ ასევე ეროვნულ დონეზე. ეს არის ტრაგედია, რომლის გამოც დავკარგეთ ბევრი მეგობარი, ამ პანდემიას დაყოფილები ვერ დავამარცხებთ“, – განაცხადა გებრეიესუსმა ჟენევაში სიტყვით გამოსვლისას.

დატოვე კომენტარი