ტედროს ადანომ გებრეისუსი - „ომიკრონის“ დასაძლევად, სახელმწიფოთა ლიდერებს „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე რეაგირების ხელახლა შეფასება და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება სჭირდებათ
ტედროს ადანომ გებრეისუსი - „ომიკრონის“ დასაძლევად, სახელმწიფოთა ლიდერებს „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე რეაგირების ხელახლა შეფასება და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება სჭირდებათ

„ომიკრონის“ დასაძლევად, სახელმწიფოთა ლიდერებს „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე რეაგირების ხელახლა შეფასება და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება სჭირდებათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი, რამდენად კარგად დაიცავს არსებული ვაქცინები ახალი შტამისგან ადამიანს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ შტამის გავრცელება იქამდე უნდა შეფერხდეს, ვიდრე „ომიკრონით“ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვი გლობალური გახდება.

ცოტა ხნის წინ, კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინის სამდოზიან კურსს კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ განეიტრალების შესაძლებლობა აქვს და წარმოქმნილი ანტისხეულების დაცვის უნარი 25-ჯერ იზრდება.