ტედროს ადანომ გებრეისუსი - „კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს
ტედროს ადანომ გებრეისუსი - „კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს

„კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომლის კომენტარსაც „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„2022 წელი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დასასრული უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ორი წელი ამ ვითარებაში ვართ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ვირუსს და გვაქვს ყველა იარაღი“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მისი თქმით, ვაქცინის არსებული მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ 2022 წლის პირველი ნახევრისთვის მსოფლიო მოსახლეობის ზრდასრული ნაწილი სრულად აიცრას, ასევე ვაქცინის მარაგი საკმარისია რისკჯგუფებში მყოფი ადამიანების ბუსტერ დოზით აცრისთვის.

„თუ ჩვენ არ ავცრით მთელ მსოფლიოს, ვფიქრობ, პანდემიას ვერ დავასრულებთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.