ტედროს ადანომ გებრეისუსი - კორონავირუსზე კონტროლის დაწესების გარეშე შეზღუდვების მოხსნა რეცეპტია კატასტროფისთვის
„კოვიდ-19“-ზე კონტროლის დაწესების გარეშე შეზღუდვების მოხსნა რეცეპტია კატასტროფისთვის, – ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მას ესმის, რომ ბევრი ადამიანი დაიღალა შეზღუდვებით და სურს, ახალი კორონავორუსის გავრცელებიდან რვა თვის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
„ჩვენ გვინდა, ვიხილოთ სკოლებში დაბრუნებული ბავშვები და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებული ზრდასრულები, თუმცა ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, რომ ეს უსაფრთხოდ კეთდება. ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოაჩვენებს თავს, რომ პანდემია დასრულდა. რეალობა არის ის, რომ ეს ვირუსი სწრაფად ვრცელდება. კონტროლის გარეშე შეზღუდვების მოხსნა არის რეცეპტი კატასტროფისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.