ტედროს ადანომ გებრეისუსი - კორონავირუსთან ბრძოლაში დანებებაც და გამარჯვებაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია, მოვუწოდებთ ქვეყნებს, დაიცვან საკუთარი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით
ტედროს ადანომ გებრეისუსი - კორონავირუსთან ბრძოლაში დანებებაც და გამარჯვებაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია, მოვუწოდებთ ქვეყნებს, დაიცვან საკუთარი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დანებებაც და გამარჯვების გამოცხადებაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია, – ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებაა.

„შეშფოთებული ვართ იმ ნარატივით, თითქოს ვაქცინაციის დამსახურებით, იმის გამო, რომ „ომიკრონს“ მაღალი გადაცემის მაჩვენებელი და დაბალი სიმძიმე აქვს, ვირუსის გადაცემის შეჩერება შეუძლებელია“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.

მისი თქმით, მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ ლეტალურ შემთხვევას.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს,​ „ომიკრონის“ პირველი დაფიქსირებიდან დღემდე, ანუ 10 კვირის განმავლობაში, მსოფლიოში ვირუსის ახალი ვარიანტის დაახლოებით 90 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.

მისივე თქმით, გაზრდილია ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც, რაც შემაშფოთებელია.

„ჩვენ არ მოვუწოდებთ არც ერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ლოკდაუნს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით და არა მხოლოდ ვაქცინაციით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერმა.