ტედროს ადანომ გებრეისუსი - კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ შესაძლოა, გარდაცვალების შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს
ტედროს ადანომ გებრეისუსი - კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ შესაძლოა, გარდაცვალების შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდავი ზომების ნაადრევად მოხსნის გამო, ინფექციით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებმა შესაძლოა, ისევ მოიმატოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ კარანტინის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვების გაუქმებას იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთისთვის ეს ზომები ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.

ვიდეოპრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში შეინიშნება ეპიდემიის შენელება. მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მუშაობს მთავრობებთან, რათა ჩამოაყალიბონ შეზღუდვების შემსუბუქების სტრატეგია, თუმცა ეს მალე არ უნდა გაკეთდეს.