ტედროს ადანომ გებრეისუსი – გაერო-ს კოლონასთან ერთად მისიის შესრულებისას ჩვენი ორგანიზაციის უკრაინის გუნდზე თავდასხმა განხორციელდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ უკრაინაში ორგანიზაციის გუნდზე თავდასხმა განხორციელდა.
მისი თქმით, ორგანიზაციის გუნდის წევრები რუსული თავდასხმის სამიზნეები გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების კოლონასთან ერთად მაშინ გახდნენ, როდესაც ქალაქ ბილოზერკაში სამედიცინო მარაგების მიტანას ცდილობდნენ.
„გუშინ, გაერო-ს კოლონასთან ერთად მისიის შესრულებისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკრაინის გუნდზე თავდასხმა განხორციელდა. ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან და მაინც მოახერხეს სამედიცინო მარაგების მიწოდება ქალაქ ბილოზერკაში. დაზიანდა მსოფლიო სასურსათო პროგრამის ორი სატვირთო მანქანა. ჰუმანიტარული ორგანიზაციები არ უნდა იყოს სამიზნე. ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე თავდასხმები უნდა დასრულდეს“, – წერს გებრეისუსი X-ზე.
The @WHOUkraine team came under attack yesterday while on a mission with a @UN convoy. Our staff are safe and still managed to deliver medical supplies to city of Bilozerka. Two @WFP trucks were damaged.
We cannot repeat loudly and often enough that humanitarians are… https://t.co/886uqliWzU
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) October 15, 2025