თებერვალში საწვავის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.4 ათასი ტონით გაიზარდა
თებერვალში საწვავის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.4 ათასი ტონით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტი გაიზარდა და 74,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,6 ათასი ტონით მეტია იანვრის მაჩვენებელზე და 2,4 ათასი ტონით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2018 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 40,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 34,1 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის თებერვაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 26,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 17,3 ათასი ტონა (23,1%), თურქმენეთი – 13,9 ათასი ტონა (18,6%); აზერბაიჯანი – 8,9 ათასი ტონა (11,9%), ბულგარეთი – 5,2 ათასი ტონა (7,0%); საბერძნეთი – 2,9 ათასი ტონა (3,9%).

ასევე 2018 წლის თებერვალში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტიც გაიზარდა და 3,4 ათასი ტონაშეადგინა , რაც 1,9 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.