თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 9.5 პროცენტით გაიზარდა
თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 9.5 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.3 მლნ აშშ დოლარი (391.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.5 პროცენტით (11.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა.

მიმდინარე წლის თებერვალში გზავნილების მოცულობით, პირველ ადგილს 28.68 მლნ აშშ დოლარით რუსეთი იკავებს, მეორე ადგილზეა იტალია – 21.67 მლნ აშშ დოლარით, მესამე ადგილზე საბერძნეთი – 16.43 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის ისრაელი – 14.44 აშშ დოლარით, აშშ – 14.39 აშშ დოლარით, თურქეთი – 7.77 მლნ აშშ დოლარით და ა.შ.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (61.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის თებერვლის (17.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4 პროცენტით მეტია.