თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პატრიარქის ნათლულების კონცერტი გაიმართა
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პატრიარქის ნათლულების კონცერტი გაიმართა

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პატრიარქის ნათლულების კონცერტი გაიმართა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულების გუნდი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები.

„მისი უწმინდესობის ნათლულების გუნდი სამი წლის წინ შეიქმნა მაია მიქაბერიძის დიდი ძალისხმევით და უანგარო მუშაობით. მათ რეპერტუარში დღეისთვის უკვე შედის როგორც საგალობლები, ისე ფოლკლორული მუსიკა და ქართული კინომუსიკა“, – აცხადებენ საპატრიარქოში.