თეატრალურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გაიმართა
თეატრალურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თეატრალურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შალუტაშვილთან შეხვედრას და მასხიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და თეატრალური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს სთხოვეს, რექტორს ათი ადამიანი შეხვედროდა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი რექტორთან ყველას შესვლას ითხოვდნენ.

საბოლოოდ, გიორგი შალუტაშვილი გამოვიდა აქციის მონაწილეებთან შესახვედრად. კითხვაზე, რა პოზიცია ჰქონდა ანდრო ჭიჭინაძის დაკავებასთან დაკავშირებით, შალუტაშვილმა აღნიშნა, რომ სოლიდარობას უცხადებდა მსახიობს და დაელოდებოდა გამოძიების პასუხს.

აქციის მონაწილეებმა თეატრალური უნივერსიტეტიდან ოპერისა და ბალეტის თეატრისკენ გადაინაცვლეს, ახლა კი მარჯანიშვილის თეატრისკენ მიემართებიან.