თეა წულუკიანმა სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
თეა წულუკიანმა სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აგრძელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრებს. ამჯერად შეხვედრა სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელმძღვანელობასთან გაიმართა.

მინისტრი ადგილზე გაეცნო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. მინისტრმა „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელმძღვანელობას სამინისტროს ხედვები გააცნო და აღნიშნა, რომ სამინისტროს უმნიშვნელოვანესი მიმართულება შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობაა. თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო მზადაა ამ ორგანიზაციას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს საერთო მიზნების მისაღწევად, რაც, საბოლოო ჯამში, შემოქმედებითი პროცესის გააქტიურებასა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში უნდა აისახოს.

შეხვედრაზე სამინისტროსა და „შემოქმედებით საქართველოს“ შორის სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმებიც დაისახა.