თეა წულუკიანმა ქართული ესტრადის წარმომადგენლებს სამინისტროს პროექტებში მონაწილეობა შესთავაზა
თეა წულუკიანმა ქართული ესტრადის წარმომადგენლებს სამინისტროს პროექტებში მონაწილეობა შესთავაზა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა ქართული ესტრადის წარმომადგენლებთან.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო მინისტრის 3 ივნისის ბრძანებას კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ. აღინიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი არის კულტურაზე ხელმისაწვდომობის ამაღლება, განსაკუთრებით რეგიონებში.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მუსიკოსებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და დაგეგმონ ტურნეები რეგიონებში, რაც, ერთი მხრივ, გაზრდის ხელმისაწვდომობას კულტურაზე, ხოლო, მეორე მხრივ, პანდემიით ხელოვანებისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას მოემსახურება.