თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გათავისუფლებაზე პაპუნა უგრეხელიძის განცხადება დააკმაყოფილა
თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გათავისუფლებაზე პაპუნა უგრეხელიძის განცხადება დააკმაყოფილა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პაპუნა უგრეხელიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებაზე დააკმაყოფილა.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს დაწერა.