თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარადგინა
თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარადგინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებას ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარუდგინა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გასაუბრება 63-მა სპეციალისტმა გაიარა, რომელთაგან 34-ს კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაცია მიეცათ.

„გასაუბრების შედეგად ოსტატების რეესტრში ჩარიცხული ოსტატები არიან: აბრამიშვილი თენგიზ – მოქანდაკე, ქვითხურო; ალავერდაშვილი სიმონ – ქვითხურო; არსენაძე არჩილ – კირითხურო; ბერიძე ვახტანგ – ქვასა და ხეზე მომუშავე; გაბისკირია ირაკლი – ქვითხურო; გაფრინდაშვილი გია – ქვითხურო; გიგაური პაატა – მოქანდაკე, ქვითხურო; გოგიძე არჩილ – მეთუნუქე; გოგიძე ონისე – მეთუნუქე; გოგრიჭიანი ვახტანგ – ხითხურო; გრიგალაშვილი ბადრი – ხითხურო, მეთუნუქე; დენოსაშვილი მუხრან – მეთუნუქე; ზავრაშვილი ნუგზარ – მოქანდაკე; ზაზაძე გიორგი – ქვითხურო; თევზაძე ნიკოლოზ – ქვითხურო, ხითხურო; იოსელიანი ანატოლი – ქვის ოსტატური დამუშავება ქარხნულად; კაცაძე გიორგი – ქვითხურო, კალატოზი; კვარაცხელია გიორგი – ქვითხურო; კვარაცხელია დავითი – ქვითხურო; კვარაცხელია ზაალი – კირითხურო; კვიწინაძე ჯუმბერ – მეთუნუქე; მარუქაშვილი ირაკლი – ქვითხურო; მარუქაშვილი გელა – კირითხურო; მარუქაშვილი ტატო – ქვითხურო; მექუდიშვილი ზურაბი – კირითხურო; მექუდიშვილი გიორგი – კირითხურო, მეთუნუქე; მურადაშვილი კახაბერ – კირითხურო; საღლიანი ზეზვა – ხითხურო; ფაიქრიძე რომან – ქვითხურო,ხითხურო,(ტაძრები); ჩალაძე ზაქრო – ქვითხურო; ჩოხელი გივი – მოქანდაკე; ჯვარიძე თორნიკე – ქვითხურო; ჯვარიძე გელა – ქვითხურო. ჯეჯელავა რამაზ – ხატმკვეთი, ხის ოსტატი“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, რეესტრში აღრიცხული ოსტატები დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში – სერტიფიკატს.

„აღსანიშნავია, რომ ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველთა განაცხადების მიღება 2021 წლის 6 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. სულ კულტურის სამინისტროში 253 განაცხადი შევიდა, საიდანაც გასაუბრება 63-მა კანდიდატმა გაიარა. წარმატებული ოსტატების რეესტრში ჩარიცხვა გრძელდება. ასევე, გრძელდება კანდიდატებთან გასაუბრება და სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია თითოეულ მათგანს გაესაუბრება. ინფორმაციისთვის, ოსტატების რეესტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით შეიქმნა, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემა ამუშავდება.

სამინისტროს მიზანია, რომ 2022 წლის პირველი მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები. ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველებს გაესაუბრა პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომისია შემდეგი შემადგენლობით: ტარიელ კიპაროიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი), მერაბ ბოჭოიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი), გოგოთურ მისრიაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), ნიკოლოზ ზაზუნიშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), ნოდარ მინდორაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი), სპარტაკ ჯვარიძე (სამუშაოთა მწარმოებელი, რესტავრატორი), გიორგი ციციშვილი (არქიტექტორი), დავით ჯინჭარაძე (არქიტექტორი), ლაშა შარტავა (არქიტექტორი). საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მადლობას უხდის ამ ადამიანებს ოსტატების შერჩევის პროცესში მონაწილეობისათვის“, – განაცხადეს სამინისტროში.