თეა წულუკიანმა გრიგოლ ვაშაძეს მიმართა – სააკაშვილს თავში რა მოუვიდა, თქვენ ცეცხლზე ხელს ნუ დადებთ ამის გამო, იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია

13:36, 26.03.2025

სააკაშვილს თავში რა მოუვიდა, თქვენ ცეცხლზე ხელს ნუ დადებთ ამის გამო. რაც დოკუმენტურად არის, დოკუმენტურად არის, მაგრამ იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია, – ასე მიმართა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს.

წულუკიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშაძემ აღნიშნა: „მმართველობა იყო ეფექტური, რაც შეეხება ქართულ დიპლომატიას და საგარეო პოლიტიკას, ადამიანს, შეიძლება, შეეშალოს, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ სერიოზულ თემებზე. სერიოზული თემა არის ის, რაც დოკუმენტურად მტკიცდება და რასაც მე, როგორც ყოფილ საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირს, შემიძლია, ყოველ წუთს მოვაწერო ხელი. პრეზიდენტიდან დაწყებული, ატაშემდე დამთავრებული, არასოდეს არავის თავში არ მოსვლია ეს იდიოტური აზრი, ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო. შეთავაზებაც კი არ გაკეთებულა რუსეთის მხრიდან“.

თეა წულუკიანის თქმით, თუ შესაძლებელი იქნება, სააკაშვილსაც დაუსვამენ შეკითხვას.

„სააკაშვილს თავში რა მოუვიდა, თქვენ ცეცხლზე ხელს ნუ დადებთ ამის გამო. თქვენ იმაში კი გეთანხმებით, რომ რაც დოკუმენტურად არის, დოკუმენტურად არის, მაგრამ იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია. მას რომ მოვიწვევთ, თუ მოვიწვევთ, და იმედია, მოვიწვევთ, მობრძანდება, მას ვკითხავთ, რა თქმა უნდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი