თეა წულუკიანმა გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლაში შეხვედრა გამართა
თეა წულუკიანმა გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლაში შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „რუსთაველის ეროვნული თეატრი – გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლას“ ეწვია.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო სკოლის საქმიანობას და სკოლის მოსწავლეებსა და ხელმძღვანელობას შეხვდა. მინისტრმა გოგი ალექსი-მესხიშვილს ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებისათვის გაწეული ძალისხმევისათვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით აღნიშნა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში სკოლის წარმატებული მონაწილეობა. ასევე, მინისტრმა სკოლას სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა.