თეა წულუკიანის რეაქცია ირმა ნადირაშვილის განცხადებაზე - წულუკიანს სძულს ადამიანები, სახეზე აწერია [ვიდეო]

წულუკიანს სძულს ადამიანები, გასაგებია, სახეზე აწერია, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას დეპუტატების წინაშე.

მის ამ სიტყვებზე რეაქცია ჰქონდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელმაც პირბადე ჩამოიწია.

„მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც ბაჩანა შენგელიას მინისტრმა, რომელიც გვერდით გიზით, შეუჩერა საქმიანობა. გასაგებია, ქალბატონ წულუკიანს სძულს ადამიანები. გასაგებია, სახეზე აწერია მას. მაგრამ ის, რომ თქვენს სახელთან იყო რაღაცნაირად დაკავშირებული ის უბედურება, არ გეუბნებით, რომ ასე იყო, არ იყო ასე, ყოველ შემთხვევაში, კითხვები ხომ არსებობდა თქვენს სახელთან დაკავშირებით, ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით“, – მიმართა ირმა ნადირაშვილმა პრემიერ გიორგი გახარიას.

დატოვე კომენტარი