თეა წულუკიანის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, განისვენებს პარიზთან ახლოს, ეძებენ ოჯახს
თეა წულუკიანის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, განისვენებს პარიზთან ახლოს, ეძებენ ოჯახს

იუწყებიან, რომ იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მანამდე უცნობი საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თეა წულუკიანი წერს, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ქუთაისიდან იყოს და ოჯახს ეძებენ.

„იუწყებიან, რომ იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მანამდე უცნობი საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე. ის განისვენებს პარიზთან ახლოს, ბანიეს სასაფლაოზე. ვარაუდობენ, რომ ქუთაისიდან უნდა იყოს და ეძებენ ოჯახს“, – წერს თეა წულუკიანი.