თეა წულუკიანი - ზოგჯერ საქართველოში რეალობა უფრო სხვანაირია, ვიდრე პარტნიორების განცხადებებში ჩანს
თეა წულუკიანი - ზოგჯერ საქართველოში რეალობა უფრო სხვანაირია, ვიდრე პარტნიორების განცხადებებში ჩანს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში დღეს პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და პოლიტიკურ დევნაზე განცხადება რეალობას აცდენილია.

ამ კომენტარით წულუკიანმა უპასუხა მედიის კითხვას რამდენიმე კონგრესმენისა და სენატორის განცხადებაზე, რომელშიც ისინი საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არავითარი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში არ არსებობს და ნებისმიერი ამგვარი განცხადება არ არის რეალობასთან შესაბამისი. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, რომელიც იმიტომ კი არ არის პოზიცია, რომ ჩვენ ასე ვფიქრობთ, არამედ ეს არის რეალობა. კონკრეტული ფაქტები არსებობს, თუ რატომ არიან ეს ადამიანები ბრალდებულები ან მსჯავრდებულები და მათ შორის არაერთი ინსტანციის მიერ მისჯილი, გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იხდიან სასჯელს. ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებს, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვუსმენთ, მაგრამ ვპასუხობთ იმას, რასაც ვპასუხობთ, რომ რეალობა საქართველოში არის ხანდახან ცოტა უფრო სხვანაირი, ვიდრე ეს მათ განცხადებებში ჩანს“ , – განაცხადა თეა წულუკიანმა.