თეა წულუკიანი - ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მუშაობდა ქუჩაში, ციხეში, ვინც მუშაობდა სახლიდან, გვინდა, ვუთხრათ მადლობა
თეა წულუკიანი - ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მუშაობდა ქუჩაში, ციხეში, ვინც მუშაობდა სახლიდან, გვინდა, ვუთხრათ მადლობა

ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მუშაობდა ქუჩაში, ციხეში, ვინც მუშაობდა სახლიდან, გვინდა, ვუთხრათ მადლობა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც წულუკიანმა განმარტა, არ შეიძლება საჯარო სამსახურში არსებობდეს უშტატო თანამშრომელი და მით უმეტეს ისეთი უშტატო თანამშრომელი, რომელსაც ხელშეკრულებაც კი არ აქვს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ოპოზიციას გაუცრუვდა მოლოდინი იმისა, რომ მთავრობა და საჯარო სამსახურის უწყებები გაათავისუფლებდნენ საჯარო მოხელეებს სამსახურიდან იმის გამო, რომ ისინი კორონავირუსის გამო სამსახურში ვერ დადიოდნენ და არაერთი მათგანი სახლიდან მუშაობდა.

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონს თუ წაიკითხავთ და სწორედ წიგნის გახნსნისა და წაკითხვისკენ მოუწოდა პრემიერმა ოპოზიციის ზოგიერთ დეპუტატს, თქვენ ნახავთ, რომ არ შეიძლება საჯარო სამსახურში არსებობდეს უშტატო თანამშრომელი და მით უმეტეს ისეთი უშტატო თანამშრომელი, რომელსაც ხელშეკრულებაც კი არ აქვს. მე არც მესმის ეს რას ნიშნავს. მაგრამ მესმის ერთი, რომ ყველა იმ მოლოდინთან ერთად, რომელიც დესტრუქციულ ოპოზიციას გაუცრუვდა, გაუცრუვდა ასევე მოლოდინი იმისა, რომ მთავრობა და საჯარო სამსახურის უწყებები გაათავისუფლებდნენ საჯარო მოხელეებს სამსახურიდან იმის გამო, რომ ისინი სამსახურში ვერ დადიოდნენ ვირუსის გამო და არაერთი მათგანი სახლიდან მუშაობდა.

მათ სურდათ არამხოლოდ ხელისუფლების კრახი, არამედ ასევე ხელისუფლებაზე განაწყენებული ეკლესია, ხელისუფლებაზე განაწყენებული კონფესიები, რომლითაც მდიდარია და ამაყობს ჩვენი ქვეყანა. მათ სურდათ და ასევე მოლოდინი გაუცრუვდათ, სურდათ მთავრობაზე და ხელისუფლებაზე განაწყენებული საჯარო მოხელეები, რომლებიც ჩვენივე რეკომენდაციით, მუშაობდნენ სახლიდან და დღეს საუბრობდნენ იმაზე, ამ ადამიანებს რატომ არ შეუწყვიტეთ ხელფასიო. ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მუშაობდა ქუჩაში, ვინც მუშაობდა ციხეში, ვინც მუშაობდა სახლიდან, გვინდა ვუთხრათ მადლობა“,- განაცხადა წულუკიანმა.