თეა წულუკიანი - ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე
თეა წულუკიანი - ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

წულუკიანის თქმით, მისთვის უცნობია ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და როგორ დააკომპლექტებს კაბინეტს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, პრემიერისა და მინისტრების ცვლილებით არ იცვლება ქვეყნის პოლიტიკური კურსი.

„მე არ შეიძლება ვიცოდე, ვინ იქნება მომავალში პრემიერ-მინისტრი. ის კანდიდატი, რომელიც ჯერ არ დასახელებულა, როგორ დააკომპლექტებს კაბინეტს. ამას აქვს თავისი პროცედურა. ასევე, წინასწარი ინფორმაციებიც არ მაქვს. კარგი იქნება, თუ ჩვენ ყველანი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მშვიდად შევხვდებით იმას, რომ ეს არის პროცედურა. ქვეყანას მართავს „ქართული ოცნების“ მმართველი პარტია და პრემიერისა და მინისტრის ცვლილებით არ იცვლება პოლიტიკური კურსი არც შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.

დატოვე კომენტარი