თეა წულუკიანი - ყოველთვის ვიცოდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სინამდვილეში ერთი პოლიტიკური ძალაა
თეა წულუკიანი - ყოველთვის ვიცოდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სინამდვილეში ერთი პოლიტიკური ძალაა

ყოველთვის ვიცოდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სინამდვილეში ერთი პოლიტიკური ძალაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვედრას გამოეხმაურა.

„ბევრჯერ ითქვა, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სხვადასხვა პოლიტიკური ძალებია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და ვიცოდით, რომ ერთი და იგივე ძალაა. სხვათა შორის, ივანე მერაბიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში დაადასტურა ეს, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა სინამდვილეში ერთი პოლიტიკური ძალაა. ამიტომ ამ შეხვედრიდან  ახალ დასკვნას ვერ ვაკეთებ. როგორც იყო ერთი პოლიტიკური  ძალა, ასევე რჩება ის ხალხი ერთი პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას ჰელსინკიში შეხვდა. „ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ.