თეა წულუკიანი - ვინაიდან ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები დღეს არ არსებობენ, ვერ მოხდებოდა რამე ტიპის შეთანხმებაც
თეა წულუკიანი - ვინაიდან ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები დღეს არ არსებობენ, ვერ მოხდებოდა რამე ტიპის შეთანხმებაც

ვინაიდან ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები დღეს არ არსებობენ, შესაბამისად,  ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მოლაპარაკებების შედეგად გამოიცა წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც არავითარ პატიმართა გათავისუფლებაზე საუბარი არ არის.

„დღეს მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თხოვნით მიმართა მოლაპარაკების პროცესში ჩართულ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ელჩებს, რათა მათ დაადასტურონ ის რეალობა, რომ მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა, ან კიდევ ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის, პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევა, როცა საქმე ეხება რაიმე ტიპის მოთხოვნას პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით. ძალიან დასანანია, ერთსულოვნება, რაც „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით დღეს არსებობს, რომ უფრო მეტად პროპორციული გახდეს ჩვენი საარჩევნო სისტემა და ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, არ არის რადიკალური ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი. ისინი აპელირებენ ისეთი თემებით, რომელიც აბსურდთან არის ახლოს და რასაც ე.წ. ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჰქვია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.