თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილი არის „მეტრუპე“, შესაბამისად, არ შეიძლება, „მეტრუპე“ ვინმეს უნდოდეს
თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილი არის „მეტრუპე“, შესაბამისად, არ შეიძლება, „მეტრუპე“ ვინმეს უნდოდეს

ვანო მერაბიშვილს ვაცადოთ, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მისი პოლიტიკურ ძალას, შემდეგ ვილაპარაკოთ, ვინ ვის დაამხობს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას ქვეყნის დამხობასთან დაკავშირებით.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, მას რეალობის​ დეფორმორებული განცდა აქვს.

„არ მგონია, რომ მერაბიშვილის განცხადება რაიმე სერიოზული კომენტარია ჩემგან საჭირო, თუმცა ვიტყვი ერთს, რომ ვანო მერაბიშვილს დროსთან ერთად მოუწევს იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად ნახავს, რომ „ნაციონალური მოძრობა“ სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება მოუწევს. მერაბიშვილს მოუწევს გაიაზროს, რომ რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელკარტოფილად, რომელიც ალბათ არავის არ უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს. ის რეალურად არის პრობლემა, რადგან როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენა ერთ-ერთ ვიდეოში, არის „მეტრუპე“, შესაბამისად, არ შეიძლება, „მეტრუპე“ ვინმეს უნდოდეს თავისთან, თუმცა მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, რომ გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნა. მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცადოთ, ეს სამუშაო ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მისი პოლიტიკურ ძალას, შემდეგ ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.

დატოვე კომენტარი