თეა წულუკიანი - უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს, ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება
თეა წულუკიანი - უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს, ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება

ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება.

„ისეთი ტიპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, რასაც ზელენსკი იღებს, კომენტარები მოძველდა ან არც იცი, რა უპასუხო ადამიანს, რომელიც ომშია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, გამარჯვებას, გამთლიანებას. სულ ეს არის, რაც შემიძლია, ვთქვა. ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. ვფიქრობ, ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ავტორი ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, შემდეგ დაელოდება დროს, როცა ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა დატოვა.