თეა წულუკიანი - უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის ექსტრადიციაზე და სხვა სახელმწიფოები ამაზე გავლენას ვერ მოახდენენ 
თეა წულუკიანი - უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის ექსტრადიციაზე და სხვა სახელმწიფოები ამაზე გავლენას ვერ მოახდენენ 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა გაგზავნილია, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მისი ინტერესის საგანი არ არის.

“უკრაინა გახლავთ სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა, დოკუმენტები და ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, რას ემსახურება დღევანდელი დაკითხვა, მე ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მომიძიებია, რადგან ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩემი ინტერესის საგანი არის, რომ მოთხოვნა გაგზავნილია, დამოუკიდებელმა, სუვერენულმა სახელმწიფომ, უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების მიღებაზე გარეშე ძალები, მითუმეტეს სხვა სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, გავლენას ვერ მოახდენენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.