თეა წულუკიანი - თუ ოპტიმიზაცია გვაქვს მიზნად, ვერ მივიღებთ შედეგად ორ გაერთიანებულ სამინისტროს, როგორც ხალხის, ისე ხარჯების მხრივ
თეა წულუკიანი - თუ ოპტიმიზაცია გვაქვს მიზნად, ვერ მივიღებთ შედეგად ორ გაერთიანებულ სამინისტროს, როგორც ხალხის, ისე ხარჯების მხრივ

თუკი ჩვენ ოპტიმიზაცია გვაქვს მიზნად და მართლაც ეს არის მიზანი, ვერ მივიღებთ შედეგად ორ გაერთიანებულ სამინისტროს, როგორც ხალხის მხრივ, ისე ფინანსური ხარჯების მხრივ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

კითხვაზე, ბიუროკრატიის შემცირება ხომ არ გულისხმობს ადამიანების მასობრივ დათხოვნას სამსახურებიდან, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანი არ ყოფილა, ორი სამინისტროს გაერთიანების შედეგად, ბიუჯეტი იგივე დარჩეს, თუმცა თითოეულ მინისტრს ინდივიდუალური მიზანი ექნება ოპტიმიზაციის მიმართულებით.

„მასობრივი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ორი სამინისტროს უფლებამოსილებები ერთიანდება, იქ თუკი ჩვენ ოპტიმიზაცია გვაქვს მიზნად და მართლაც ეს არის მიზანი, ვერ მივიღებთ შედეგად ორ გაერთიანებულ სამინისტროს, როგორც ხალხის მხრივ, ისე ფინანსური ხარჯების მხრივ. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ამ ხარჯების შემცირება და მიზანი ყველა მინისტრის იქნება ინდივიდუალური, იმის მიხედვით, თუ რომელ პორტფელს ჩაიბარებს. მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ და არ უნდა მივიღოთ, ეს არ ყოფილა პრემიერის მიზანი ამ ცვლილებებისას, რომ როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, იქ ბიუჯეტი დარჩეს იგივე, ხარჯვით ნაწილს ვგულისხმობ, და ხარჯვითი ნაწილი მიემართებოდეს ძირითადად ისეთი ხარჯებისკენ, როგორიც არის ხელფასი და სხვა. რა თქმა უნდა, ეს შემცირდება და ამას ჰქვია ოპტიმიზაცია. თუ რა ციფრებში აისახება, ეს ყველა სამინისტროს შემთხვევაში იქნება ინდივიდუალური“, – აღნიშნა წულუკიანმა.