თეა წულუკიანი - თითოეულ მტკიცებულებას, რომელიც აგვისტოს ომის საქმეზე ვაგროვეთ, მძიმე ბედი ჰქონდა, არადა, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ეკეთებინა
თეა წულუკიანი - თითოეულ მტკიცებულებას, რომელიც აგვისტოს ომის საქმეზე ვაგროვეთ, მძიმე ბედი ჰქონდა, არადა, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ეკეთებინა

21 იანვარს, როდესაც სტრასბურგმა გამოაქვეყნა ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წარმოებული, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, სწორედ დადგა გამარჯვება დავაზე- აგვისტოს ომის საქმე, საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო განცხადებები ჩვენი ყოფილი მთავარსარდილისგან, ვისმინეთ განცხადებები, აბსოტლურუად ბავშვური, რბილად ვიტყოდი, ყოფილი იუსტიციის მინისტრისგან, რომელიც მხოლოდ 8 თვე ხელმძღვანელობდა იუსიტიციის სამინისტროს, ვგულისხმობ ბატონ გვარამიას, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქმე გადაიბარეს, არ არსებობდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და რეალურად, მხოლოდ ფოტო-მასალისა და ტექსტის დონეზე იყო საქმე წარმოებული. როგორც წულუკიანი ამბობს, დავის წარმოებისას ბევრი შეცდომის გამოსწორება მოუწიათ.

„21 იანვარს, როდესაც სტრასბურგმა გამოაქვეყნა ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წარმოებული, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, სწორედ დადგა გამარჯვება დავაზე- აგვისტოს ომის საქმე, საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ- ჩემი მიდგომა იყო, რომ ეს არის ის თემა, რომელიც გვაერთიანებს, რომ არ ღირს ამაზე კინკლაობა. ასე ვთქვათ, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ყველა იმ საჯარო მოხელისთვის და ადამიანისათვის, ვინც ამ ბრძოლაში იყო ჩართული-მეთქი. თუმცა ამის საპასუხოდ, ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო განცხადებები ჩვენი ყოფილი მთავარსარდილისგან, ვისმინეთ განცხადებები, აბსოტლურუად ბავშვური, რბილად ვიტყოდი, ყოფილი იუსტიციის მინისტრისგან, რომელიც მხოლოდ 8 თვე ხელმძღვანელობდა იუსიტიციის სამინისტროს, ვგულისხმობ ბატონ გვარამიას და მოვისმინეთ გარკვეული აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თითქოს „ქართულ ოცნებას“ ამ ბრძოლის მოგება არ უნდოდა. ისე რომ, არ არიან ხელისუფლებაში უკვე მეცხრე წელია, ეს ბრძოლა მათ მოიგეს. რა თმა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია.

მე თავს უფლებას მივცემ და გეტყვით, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, როდესაც ეს საქმე ჩვენ გადმოვიბარებთ, საქმე იყო უმძიმეს მდგომარეობაში, რადგან საქმეში არ არსებობდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რეალურად, ფოტო-მასალის დონეზე იყო დავა წარმოებული და ტექსტების დონეზე.

არადა, მეორე მხარეს იყო ძალიან მომზადებული რუსეთი. რუსეთი, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ დავის მოგებას და გასაგებია, რატომაც. შესაბამისად, ჩვენ სწორედ 2013 წელს, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა საქმე და დაიწყო არსებითი განხილვა, მოგვიწია იმ შეცდომების გამოსწორება, დავის წარმოებისას, რომელიც სწორედ ქალბატონი თინა ბურჯალიანის, ბატონი გვარამიას, ბატონი ადეიშვილისა და ჩვენი თავლაფდასხმული მაშინდელი მთავარსარდლის ბატონი სააკაშვილის მიერ იქნა დაშვებული. ამ შეცდომების გამოსწორება მრავალი წლის შემდეგ იყო ძალიან ძნელი. მაგალითისთვის, რომ გითხრათ, ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად დაგვჭირდა ერთ მომენტში დავისას, სააკაშვილის ბრძანება, კონფლიქტის არეალიდან ჯარის გამოყვანის შესახებ და თქვენ წარმოიდგინეთ, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ომს ტელეფონით აწარმოებდა, ეს ყველას გვახსოვს, ამ ბრძანების დედანი დაარქივებულიც კი არ ჰქონდა.

ჩვენ მოგვიწია ძებნა ამ ბრძანების დედნის, რომელიც ვერ აღმოჩნდა, ამათზე მათ უნდა გასცენ პასუხი, სად არის ეს დედანი და რატომ არ შეინახეს და შემდეგ, ერთადერთი პასუხისმგებლიანი უწყება, რომელსაც ასლი ჰქონდა შენახული, გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრაქტიკულად, ჩვენ ბეწვის ხიდზე გავიარეთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს დაეშვა არა დედანი, არამედ ასლი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებისა საქმეში.

ასევე ჩვენ რა თმა უნდა, ვიყენებდით მედიამასალებს, იმ რეპორტაჟებს, რომელიც ჩვენმა ნებისმიერი არხისა და პოლიტიკური მრწამსის ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა ომის გაშუქებისას შექმნეს, მაგრამ რუსეთი ცინიკურად გვიპირისპირდებოდა და გვეუბნებოდა, რომ ეს არის დამონტაჟებული ფოტო-ვიდეო მასალა და გორში საერთოდ არ ჩამოვარდნილა ისკანდერი. თითოეულ მტკიცებულებას, რომელიც ჩვენ ბევრი წლის შემდეგ ვაგროვეთ, მაშინ როდესაც ეს„ ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ეკეთებინა, ჰქონდა ძალიან მძიმე ბედი, რადგან თუ სადმე არსებობდა მტკიცებულება, ის იყო საძებნელი და ჩვენ 700-ზე მეტი მტკიცებულების მოძიება და საქმეზე დართვა დაგვჭირდა 2013-2014-2015 წლებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.