თეა წულუკიანი - ტიტანური შრომის შედეგად, ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო, იმედით ველოდებით შედეგს
თეა წულუკიანი - ტიტანური შრომის შედეგად, ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო, იმედით ველოდებით შედეგს

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადბეით, ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო და ამ პროცესში უწყებებმა ტიტანური შრომა გასწიეს.

წულუკიანის თქმით, იმედით ელოდება შედეგს და იმედოვნებს, რომ ამ გზაზე არ იქნება რაიმე უსაფუძვლო შეფერხება უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

„ყველა უწყებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესანიშნავი კოორდინაციისა და პრაქტიკულად, 24-საათიანი რეჟიმის ფარგლებში ვიმუშავეთ. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამისთვის, ეს იყო მართლაც ტიტანური შრომა და კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც ყველაზე მოცულობითი და დარგობრივია, შესაბამისად ტექნიკური და ძნელად შესავსები იყო, წარმატებით შეივსო. ის დღეს გადაეცემა ევროკავშირს დადგენილ ვადაში და ვადის გასვლამდე ბევრად ადრე, ვინაიდან მთელი ვიზალიბერალიზაციის პროცესმა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინარე პერიოდმა ჩაიარა ჩემ თვალწინ და მე მახსოვს, როგორ მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით უწყებები მაშინაც ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესებისთვის.

კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მითუმეტეს, წევრის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკურ პროცესში წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევა ხანდახან რთული საქმეა ხოლმე. თუკი ეს იქნება, ასე ვთქვათ, შედარებით მარტივი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ერს, რომ ევროპაში დავიკავოთ ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის. ამიტომაც იმედით ველოდებით შედეგს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება რაიმე უსაფუძვლო შეფერხება ამ გზაზე უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი