თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ამბობს, რომ კომპენსაციის საკითხზე მსჯელობა მოგვიანებით გაიმართება
თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ამბობს, რომ კომპენსაციის საკითხზე მსჯელობა მოგვიანებით გაიმართება

სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ამბობს, რომ კომპენსაციის საკითხზე მსჯელობა მოგვიანებით გაიმართება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ თანხის ოდენობა, რასაც საქართველო კომპენსაციის სახით მიიღებს, რადგან უმთავრესია დღეს მიღებული გადაწყვეტილება.

სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ამბობს, როგორც ეს დეპორტირებულების საქმეზე გააკეთა, რა რაოდენობის კომპენსაციას იმსახურებს საქართველო დარღვევებისთვის, ამაზე მსჯელობა მოგვიანებით გაიმართება, რომ თანხის ოდენობა განისაზღვროს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და სამართლებრივი აღიარება იმის, რომ რუსეთი არა მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში, არამედ აფხაზეთშიც და ბუფერულ ზონებშიც ოკუპანტია და ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ეს არ და ვერ გაიზომება ვერანაირი ფინანსური მოცემულობით.

ალბათ, არ მიწყენთ, თუ ვიტყვი, რომ მომავალში რაც არ უნდა იყოს სტრასბურგის გადაწყვეტილება კომპენსაციასთან დაკავშირებით, ეს ჩემთვის სულერთია. მთავარია ის, რაც დღეს დადგა და აღსრულების მექანიზმი იქნება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. მინდა, თქვენ გისურვოთ, რომ სწორედ ჩვენ ვიქნებით ის თაობა, ვინც ამ დოკუმენტის საფუძველზე დეოკუპაციას მშვიდობიანი გზით მიაღწევს. თუ სამწუხაროდ ასე არ იქნება, მინდა იცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილება არსად არ წავა, ამ გადაწყვეტილებას დრო ვერაფერს დააკლებს, ის ყოველთვის იარსებებს და თუ ეს ვერ შევძელით, იმედია, მომავალი თაობები სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე აღადგენენ ტერიტორიულ მთლიანობას და დეოკუპაციის პროცესს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.