თეა წულუკიანი - სკოლის სახელმძღვანელოებში, როგორც ამბობენ, არის არაერთი ფაქტობრივი შეცდომა ჩვენს სამშობლოსა და ისტორიაზე, თუ ისტორიკოსებიც დაგვეთანხმებოდნენ, ალბათ რაღაცები გასასწორებელი იქნებოდა
თეა წულუკიანი - სკოლის სახელმძღვანელოებში, როგორც ამბობენ, არის არაერთი ფაქტობრივი შეცდომა ჩვენს სამშობლოსა და ისტორიაზე, თუ ისტორიკოსებიც დაგვეთანხმებოდნენ, ალბათ რაღაცები გასასწორებელი იქნებოდა

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სკოლის სახელმძღვანელოებში არაერთი უზუსტობაა, რომელიც უნდა გასწორდეს.

„ჩვენი სკოლის სახელმძღვანელოებში, როგორც ამბობენ, არის არაერთი ცდომილება და ფაქტობრივი შეცდომა, როცა საქმე ეხება ჩვენს სამშობლოსა და ისტორიას. არის თემები, რაზეც ჩვენ გამოძიებებიც დავიწყეთ და სახელმძღვანელოები ამ თემებზე სხვანაირად საუბრობენ, ეს ფაქტობრივი ცდომილებები შეიძლება ჩვენ გვეჩვენება და არ არის, ამიტომ თუ ისტორიკოსებიც დაგვეთანხმებოდნენ, ალბათ სახელმძღვანელოებში რაღაცები გასასწორებელი იქნებოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა,

მისივე თქმით, სახელმძღვანელოებში უნდა მოხდეს გადახედვა ზოგიერთი იმ ადგილის, რომელიც კრიტიკას იწვევს.

„მთავარი ალბათ მაინც არის ის, რომ ამ სახელმძღვანელოებში, უფრო მეტად უნდა იყოს ის, რაც არის ჩვენთვის მთავარი, ეს არის ეროვნული სულისკვეთება. ეროვნული თვითშეგნების გარეშე ძნელია, გაიმარჯვოს დიდ ბრძოლაში ოკუპირებულმა პატარა ქვეყანამ. ძნელი იქნება, საქართველო, მით უმეტეს ოკუპირებული, იყოს ძლიერი, თუ მასში არ იცხოვრებენ თავისუფალი ახალგაზრდა თაობები, რომლებმაც იციან, საიდან მოდიან. თავისუფლება კი ძნელად მოდის მაშინ, როცა ზედაპირულ ცოდნასთნ გვაქვს საქმე. საქართველოში ძალიან სწარაფად იკიდებს ფეხს დაზეპირებული ცოდნის მოდა და ეს მოდად იქცა ნამდვილად. თავისუფალი საქართველოს მოქალაქე თავისუფლებასთან ჰარმონიაში მყოფ ახალგაზრდად წარმოგვიდგენია ყველას. ალბათ ძნელია, იპოვო ადამიანი, რომელიც იტყვის საპირისპიროს, რომ ქართველი ადამიანი მხოლოდ წარსულში უნდა იყურებოდეს, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ამისთვის რა უნდა გაკეთდეს. სხვებზე რომ არ ვისაუბრო და ვინმე რომ არ გავანაწყენო, მე ჩემს თავზე ვიტყოდი, მაგალითად შეიძლება რომ მე, როგორც მშობელს, მქონდეს ილუზია, რომ ჩემი თბილისში დაბადებული, სოხუმელი შვილი როდისმე რამე ღირებულების მატარებელი ქართველი ქალი დადგება, თუ მას არ ეცოდინება, სად არის მისი ნამდვილი სახლი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.