თეა წულუკიანი - სირცხვილი „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ 2011 წელს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს აწვნევინა დიდი მარცხი, ამ მარცხის გამოსწორება ჩვენ გვიწევს
თეა წულუკიანი - სირცხვილი „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ 2011 წელს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს აწვნევინა დიდი მარცხი, ამ მარცხის გამოსწორება ჩვენ გვიწევს

ჩემი გუშინდელი ეთერის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აწრიალებულია​, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან სტკივათ 2011 წლის პირველი აპრილის საერთაშორისო მართლმსაჯულების გადაწყვეტილება და ისინი მართლები არიან, უნდა სტკიოდეთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ელოდებიან სტრასბურგის სასამართლოს, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი გამოასწორონ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან ბევრი დოლარი, ასტრონომიული ციფრები დახარჯეს ამ მარცხში, რომლის გამოსწორებაც ჩვენ გვიწევს. ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ იქნებ, როგორმე, და მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სასარგებლო იქნება, ახალ გარემოებად შეფასდეს და გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს მარცხი იქნებ გამოვასწოროთ.

რაც შეეხება ფატუ ბენსუდას მიერ წარმოებულ გამოძიებას, რა თქმა უნდა, დღეს ვერავინ ივარაუდებს, რა აქვს დაგეგმილი ქალბატონ ბენსუდას, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ეს იციან მხოლოდ მან და მისმა გამომძიებლებმა, ამიტომ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ ყიჟინი ამ თემაზე“,- განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების” მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართული ჯარის ღირსება დაცული იყოს.

ამასთან, წულუკიანის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებს, რადგან, როგორ მინისტრმა აღნიშნა, ყოფილ ხელისუფლებას აღარ აქვს არანაირი მორალური ძალა, რომ იბრძოლოს სწორი მეთოდებით“.

„ქართული ოცნების” მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობისგან განსხვავებით ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის ღირსება იყოს დაცული, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების საქმეები და ეპიზოდები გამოვაძიებინოთ ქალბატონი ბენსუდას ოფისს. რაც ფუნდამენტურად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქართველთა ეთნიკური წმენდა და მტკიცებულებების შეგროვებით შევძლოთ ის, რომ ბენსუდამ დააყენოს რუსი სამხედროების და ასევე მათი ოსი წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც შესაძლოა, ქართველების ეთნიკურ წმენდაში იყო ჩართული. დანარჩენს ყველაფერს, რასაც აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, არის ამ პროცესის პოლიტიკური ინსტრუმენტაცია. ეს არის სამარცხვინო და კიდევ ერთხელ მათ ვუწინასწარმეტყველებ მეორე ტურში მარცხს. მარცხს იმიტომ, რომ რეალურად ამ ძალას აღარ აქვს არანაირი არგუმენტი, მორალური ძალა, რომ იბრძოლოს სწორი მეთოდებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათ ჰყავთ „შტაბკვარწირიდან“ მოვლენილი „კაგებეშნიკი“, საბჭოთა კანდიდატი დიპლომატად, რომელიც ცდილობს, რომ ჭკუა დაგვარიგოს. ამ რჩევებს ჩვენ არ ვღებულობთ. ვაგრძელებთ ბრძოლას, რათა გაიმარჯვოს მომავლის პერსპექტივამ, რომელსაც ჰქვია სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს არა მხოლოდ სტრასბურგში დაუდგეს გამარჯვებები, არამედ ბენსუდას გამოძიებამაც დაადგინოს გვარები და სახელები, რუსების პირველ რიგში, ვინც ჩაიდინა ჩვენი ეთნიკური წმენდა, ვინც აწამა და მოკლა ანწუხელიძე, სოფრომაძე. ვინც აწამა რამდენიმე ჩვენი ტყვე, რომელთა გვარებსაც არ ვიტყვი, რადგან ცოცხლები არიან და მათგან ნებართვა არ მაქვს მიღებული. მაგრამ ჩვენ მოვიძიეთ და მოწმეებად გვყავდა წარდგენილი სხვადასხვა ფორმატში“,- განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისთან მათ აქვთ სამაგალითო თანამშრომლობა, რათა „რუსი გენერლების, თუ სხვა მაღალჩინოსნების, კიდევ უფრო მაღალი წარმომადგენლობითი პოლიტიკური თანამდებობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“.

„ძალიან დიდი სირცხვილი „ნაციონალური მოძრაობის“, რომ 2011 წლის პირველ აპრილს გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მათ საქართველოს აწვნევინეს ძალიან დიდი მარცხი.

ამ მარცხის გამოსწორება ჩვენ გვიწევს დღეს, ამიტომაც ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ იქნებ როგორმე, და მე მჯერა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება, ჰააგის შესაბამის სასამართლოს განვახილინოთ როგორც ახალი გარემოება.

რაც შეეხება ფატუ ბენსუდას წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას ეს აბსოლუტურად სხვა ინსტიტუტი და სხვა სასამართლოა. მიუხედავად იმისა, რომ ის მდებარეობს ჰააგაში და ის თუ რა ეტაპზეა გამოძიება, რას აპირებს ბენსუდას ოფისი, ეს იცის მხოლოდ ბენსუდას ოფისმა. გამოძიება არის დაცული საიდუმლოებით, ვიდრე ის არ გადაწყვეტს, რომ საქმე წარმართოს სასამართლოში.

ფატუ ბენსუდას ოფისთან ჩვენ გვაქვს სამაგალითო თანამშრომლობა იმისთვის, რომ რუსი გენერლების, თუ სხვა მაღალჩინოსნების კიდევ უფრო მაღალი წარმომადგენლობითი პოლიტიკური თანამდებობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. თუნდაც ერთი მაგალითი რომ ავიღოთ, გორის ისკანდერის ნაწილში, რომელზეც მე თუ მექნება მართლაც შესაძლებლობა, რომ პარლამენტში წარვსდგე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მინდა შევეკითხო, რატომ არ გააფორმეს „ისკანდერი“ გორში ჩამოვარდნილი 12 აგვისტოს მტკიცებულებად და რატომ გადასცეს სხვა სახელმწიფოს, რატომ მოგვიწია ჩვენ და ჩვენს კოლეგა სამინისტროებს სანთლით ძებნა არა მხოლოდ ამ „ისკანდერისა“, რომელიც ჩვენ მაისში დავაბრუნეთ საქართველოში რვაასი კილო ტვირთი, ასევე ფურცლობით ათასობით მტკიცებულება იმისა, რომ გამოგვესწორებინა წინა ხელისუფლების მიერ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი ხარვეზები.

შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართველების უფლებები იყოს დაცული, ვინც ეთნიკური წმენდა განიცადა და მართლმსაჯულება განხორციელდეს. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ანწუხელიძეებისსოფრომაძეების და სხვათა შვილებმა მიიღონ სამართალი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.