თეა წულუკიანი - შალვა ნათელაშვილს დაევალა, ეთერში დაიყვიროს, რომ ჩემთან დაკავშირებული მისი განცხადებები ცილისწამებაა
თეა წულუკიანი - შალვა ნათელაშვილს დაევალა, ეთერში დაიყვიროს, რომ ჩემთან დაკავშირებული მისი განცხადებები ცილისწამებაა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა, ტელეკომპანიების „იბერიისა“ და „ტვ პირველის“ ეთერით აღიაროს, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისადმი გაკეთებული მისი განცხადებები ცილისწამებაა. ამის შესახებ თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ბავშვობაში იყო ასეთი თამაში: „ვირი ვარ და ვყვირივარ“. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შალვა ნათელაშვილმა ჩემთან სასამართლო პროცესი წააგო. კერძოდ, მას დაევალა, რომ იბერიისა და ტვ პირველის ეთერით „დაიყვიროს“, რომ 2016 წელს ამ კომპანიების შესაბამის გადაცემებში გაკეთებული მისი ჩემთან დაკავშირებული განცხადებები იყო ცილისწამება (ბინა სტრასბურგში თავისი შემოსავლებით არ იყიდა, უყიდეს და ამით იყიდეს და ა.შ.)“ – აღნიშნულია იუსტიციის მინისტრის ფეისბუქპოსტში.