თეა წულუკიანი - სასჯელაღსრულების სისტემაში საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ, მინდა, ვნახოთ ერთმანეთის მუშაობა
თეა წულუკიანი - სასჯელაღსრულების სისტემაში საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ, მინდა, ვნახოთ ერთმანეთის მუშაობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.

როგორც თეა წულუკიანმა პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო მყარად დგას პროგრესისა და რეფორმების გზაზე.

„მინდა, ორიოდე სიტყვა ვუთხრა სასჯელაღსრულების სისტემაში საჯარო მოხელეებს. მე არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს, ვგეგმავ, მათ ნახონ, მე როგორ ვმუშაობ, მაქვს სურვილი ვნახო, ისინი როგორ მუშაობენ. ვფიქრობ, ეს იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს, დაწყებული რეფორმები, რაც არაერთმა მინისტრმა ურთულეს პირობებში განახორციელა და ევროპულ დონეზე აიყვანა, კიდევ უფრო მყარი  გახდეს, რათა მემკვიდრეობა იყოს კიდევ უფრო საამაყო, როდესაც ჩვენ 2020 წელს ამომრჩევლის წინაშე კიდევ ერთხელ წარვდგებით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა.