თეა წულუკიანი - საქართველოში გამომძიებლის ნაცვლად ლაპარაკი ძალიან მოდაშია
თეა წულუკიანი - საქართველოში გამომძიებლის ნაცვლად ლაპარაკი ძალიან მოდაშია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამომძიებლის ნაცვლად ვერ ისაუბრებს და დააკვირდება, თუ რა მიმართულებით გაგრძელდება გამოძიება.

ამ კომენტარით თეა წულუკიანმა უპასუხა მედიის კითხვას, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება და დაირღვა თუ არა მოზარდის დაკითხვისას მართლმასჯულების კოდექსი.

„თუ შევძლებთ, ჩვენ შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ მე და თქვენ ვერ ვიქნებით ვერც გამომძიებლები, ვერც პროკურორები და მითუმეტეს, ვერც მოსამართლეები. ამიტომაც ვთქვი, რომ თქვენთან ერთად ვაკვირდებით, როგორ განვითარდება გამოძიება. მესმის, საქართველოში ძალიან მოდაშია, გამომძიებლის ნაცვლად ვილაპარაკოთ ყველამ, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. ამიტომაც მოგახსენეთ, რომ მეც თქვენსავით ვაკვირდები“ ,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი