თეა წულუკიანი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველი საჯარო დაწესებულებაა რეგიონში, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის პირველი საჯარო დაწესებულება საქართველოში და ამ რეგიონში, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პირველი საჯარო დაწესებულება საქართველოში და ამ რეგიონში, ამ სიტყვით ფართო გაგებით, გახლავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა. დღევანდელი მონაცემებით, 2 მილიონი ტრანზაქცია უძრავ ქონებებზე არის სწორედ ამ დაცულ სივრცეში განთავსებული. ეს პილოტური პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ თუკი ვიქნებით საკმარისად გაბედულები და მოტივირებულები, რაც, იუსტიციელებს არ აკლიათ, შევძლებთ, რომ სანოტარო მომსახურებაშიც დავნერგოთ ეს უსაფრთხო ტექნოლოგია. გარდა იმისა, გავაძლიეროთ ეს ტექნოლოგია სამეწარმეო რეესტრსა და უძრავ ქონებაზე ტრანზაქციების მიმართულებით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.