თეა წულუკიანი - რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილებით საქართველომ დასავლურ სამყაროს სოლიდარობა გამოუცხადა
თეა წულუკიანი - რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილებით საქართველომ დასავლურ სამყაროს სოლიდარობა გამოუცხადა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან გააზრებულია.

როგორც ჟურნალისტებს წულუკიანმა განუცხადა, საქართველომ აღნიშნული ნაბიჯით დასავლურ სამყაროს გამოუცხადა სოლიდარობა.

„ეს გადაწყვეტილება გააზრებულია და ანალიზის შედეგადაა მიღებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

დატოვე კომენტარი